ლიეტუვის დედაქალაქში აქცია „საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართება
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს სოლიდარობის აქცია „საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართება.
ლიეტუველი და ქართველი ახალგაზრდების ინიციატივით, აქცია ვილნიუსში, თბილისის სახელობის სკვერში არის დაგეგმილი.
აქცია რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.