ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე „აგვისტოს კედელი“ გაიხსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე „აგვისტოს კედელი“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნა.

„აგვისტოს 10“ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს ომის თემატიკის არტ-ნამუშევრით მოიხატა და მას „აგვისტოს კედელი“ დაერქვა. კედელზე მხატვრის თვალით დანახული ომის სიმბოლოებია ასახული. ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშა) იმუშავა.

რგანიზატორების განცხადებით, „აგვისტოს 10“ კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციის დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებასა და პოპულარიზაციის პროცესში.

დატოვე კომენტარი