ლიეტუვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა
ლიეტუვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება გიტანას ნაუსედამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„მადლობა მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე უკრაინის, ლატვიის, ესტონეთის, საქართველოს პრეზიდენტებს.
ლიეტუვა ყოველთვის იქნება თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარი. ველოდები თქვენთან შეხვედრას ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, კიევში, თბილისსა და ბრიუსელში“, – წერს ლიეტუვის ახალარჩეული პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.