ლიეტუვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა

16:12, 28.05.2019

ლიეტუვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება გიტანას ნაუსედამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„მადლობა მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე უკრაინის, ლატვიის, ესტონეთის, საქართველოს პრეზიდენტებს.

​ლიეტუვა ყოველთვის იქნება თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარი. ველოდები თქვენთან შეხვედრას ვილნიუსში, რიგაში, ტალინში, კიევში, თბილისსა და ბრიუსელში“, – წერს ლიეტუვის ახალარჩეული პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

მსგავსი