ლიბიის დედაქალაქზე სავარაუდოდ ავიაიერიში მიიტანეს. როგორც სააგენტო „როიტერსს” თვითმხილველებმა უთხრეს, ტრიპოლის თავზე თვითმფრინავი გამოჩნდა, რასაც აფეთქებებისა და სროლის ხმა მოჰყვა.
მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ ქალაქის ერთადერთი აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. „როიტერსის” ინფორმაციით, ტრიპოლიზე რამდენიმე ავიაიერიში ღამითაც მიიტანეს.
ლიბიის დედაქალაქს უკვე ერთ კვირაზე მეტია, გენერალ ხალიფა ჰაპტარის არმია უტევს. დედაქალაქს ამ დრომდე გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობა აკონტროლებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო. ბრიტანეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარი აშშ-მა და რუსეთმა არ დაუჭირეს.