ლიბიის დედაქალაქში სამხედრო სასწავლებელზე ავიაიერიშის შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ავიაიერიშის შედეგად, სამხედრო სასწავლებელში სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების უმეტესობა კადეტები არიან.
ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები საერთო საცხოვრებელში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.
ლიბიის მთავრობა, რომელსაც გაერო აღიარებს, აცხადებს რომ ავიაიერიში „ლიბიის ნაციონალური არმიის“ მეთაურის, ხალიფა ჰაფთარის მომხრეებმა მოაწყვეს.