ლიბიაში უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა
ლიბიის სამხრეთით მდებარე ქალაქ მურქუზში უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 51 კი, დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს მხოლოდ პირველადი მონაცემებია და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, უპილოტო საფრენი აპარატი აღმოსავლეთ ლიბიის ეროვნულ არმიას უკუთვნის და ხალიფა ჰაფთარის დაქვემდებარებაშია.