ლიბანში საპარლამენტო არჩევნები მაისში გაიმართება
ლიბანში საპარლამენტო არჩევნები მაისში გაიმართება

ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად, ლიბანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნების თარიღად 2018 წლის მაისი დასახელდა.

2009 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები სამჯერ გადაიდო, რისი მიზეზიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, მოგვიანებით კი, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით პარლამენტში არსებული უთანხმოება იყო. კანონპროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში არსებული აზრთა სხვაობის გამო ორჯერ ჩავარდა.

კოალიციურმა მთავრობამ კანონი მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცა.