ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ბარები და ღამის კლუბები დაიკეტა
ლიბანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ბარები და ღამის კლუბები დაიკეტა. ლიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების მიხედვით, ბარები და ღამის კლუბები უვადოდ დაიკეტა, ხოლო 169 სოფელსა და ოლქში მკაცრი კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.
ასევე, ქვეყანაში ღამის პირველი საათიდან დილის ექვს საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.
ლიბანში „კოვიდ-19“-ის 52 558 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 455 ლეტალური აღმოჩნდა.
„როიტერი“ წერს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.