ლიბანში აფეთქებისას გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ
ლიბანში აფეთქებისას გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებისას ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ.

ლიბანში გაერო-სა და ნატო-ს საერთო სამშვიდობო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქებისას დაზიანდა გაერო-ს სამშვიდობო მისიის გემი და მისი ეკიპაჟი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

„ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალები ამჟამად აფასებს სიტუაციას, ასევე აფეთქების გავლენას გაერო-ს მისიის წარმომადგენლებზე და მზადაა აღმოუჩინოს დახმარება და მხარდაჭერა ლიბანის მთავრობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.