ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობითვე, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად სულ მცირე, 4 000 ადამიანია დაშავებული.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა