ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს
ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს

ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ამერიკელი დიპლომატის მიერ მიცემულ ტელეინტერვიუს, სადაც დოროთი ში მოძრაობა „ჰეზბოლას“ აკრიტიკებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ეთერში პარასკევს გასულ ინტერვიუში, დოროთი შიმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ქცევა ლიბანს ხელს უშლის ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში.

მომდევნო დღეს სასამართლომ დიპლომატს ინტერვიუების გაცემა ერთი წლის ვადით აუკრძალა.

შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მედიასაშუალებას, რომელიც მის ინტერვიუს გააშუქებს, 200 ათასი დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ მედიის ცნობით, მოძრაობა „ჰეზბოლას“, რომელიც ლიბანის მთავრობის ძირითადი მხარდამჭერია, ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.