ლიბანის პრემიერმა პოსტიდან წასვლა გადაიფიქრა
ლიბანის პრემიერმა პოსტიდან წასვლა გადაიფიქრა

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ 4 ნოემბრის განცხადება უკან გაიწვია. მაშინ ჰარირიმ პოსტიდან წასვლის მიზეზად საკუთარი უსაფრთხოება დაასახელა და განაცხადა, რომ ქვეყანა ისეთივე ვითარებაში იმყოფება, როგორც ეს 2005 წელს, მისი მამის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის პერიოდში იყო. ექსპრემიერი შიიტური მოძრაობა ჰეზბოლას მიერ განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლა. რის გამოც საად ჰარირიმ მამის მკვლელობაზე პასუხიმგებლობა მაშინ ირანს დააკისრა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა პრემიერის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ნოემბერშივე განაცხადა და აღნიშნა, რომ განცხადებას არ განიხილავდა, სანამ საუდის არაბეთში გამგზავრებული საად ჰარირი ქვეყანაში დაბრუნდებოდა. საად ჰარირი სამშობლოში 22 ნოემბერს დაბრუნდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ პოსტიდან წასვლა გადაიფიქრა.