ლიბანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომა ქვეყნის პრეზიდენტის თხოვნით გადადო
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი აცხადებს, რომ ქვენის პრეზიდენტის თხოვნით, თანამდბეობიდან გადადგომა გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. ეს განცხადება ჰარირიმ ბეირუთში პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკოფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ის ლიბანის მთავრობის სხვა წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, საად ჰარირმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ოთხ ნოემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქიდან ერ-რიდიდან გააკეთა.
ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ჰარირის გადადგომის აღიარებაზე უარს ამბობდა, ვიდრე ის ქვეყანაში არ დაბრუნდებოდა. აუნი აცხადებდა, რომ ჰარირი საუდის არაბეთის ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი და გადადგომის შესახებ მან ზეწოლის შედეგად განაცხადა. თუმცა, ჰარირიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მალევე ის საუდის არაბეთიდან საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
საად ჰარირი პარიზიდან სამშობლოში 21 ნოემბერს საღამოს დაბრუნდა.