ლიბანის პრემიერ-მინისტრმა მთავრობა გადააყენა. განცხადება ჰასან დიაბმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ბეირუთში პორტში მომხდარი აფეთქების გამო, მოქალაქეები პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებდნენ.
ქვეყანაში ბოლო ორი დღეა, საპროტესტო გამოსვლები სამართალდამცვველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. ვითარება დედაქალაქ ბეირუთში ამ წუთებშიც დაძაბულია. უსაფრთხოების ძალების დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენ აირსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად 163 ადამიანი დაღუპა და ექვსი ათასზე მეტი დაშავდა.