ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 182-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 727 ადამიანი.

სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან ქალები, ბავშვები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ბექააში, „ჰეზბოლას“ სტრატეგიული იარაღის სამალავებზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ქვეყნის თავდაცვის ძალები ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.