ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქება მოხდა, დაზიანებულია შენობები [ვიდეო]
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც.
როგორც „იერუსალიმ პოსტი“ წერს, წინასწარი ვერსიით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა.
აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.
სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, რომელსაც რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად.
ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.