ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა, ხოლო მეორე ღია სივრცეში ჩამოვარდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.