ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს

10:38, 20.07.2021

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ცნობებით, ერთ-ერთი რაკეტა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა, ხოლო მეორე ღია სივრცეში ჩამოვარდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი