ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 70-მდე რაკეტა გაუშვეს
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 70-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით კიდევ 70-მდე რაკეტა გაუშვეს. დღეს დილით, საერთო ჯამში, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით, 160-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა, ნაწილი კი ისრაელის მერონის რაიონში ჩავარდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში რაკეტების გამშვები სისტემები დაბომბა. ისრაელის სამხედრო მოქმედებები მოჰყვა ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 90-მდე რაკეტის გაშვებას. ეს არის ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ომის დროს ლიბანიდან განხორციელდა. ომის განმავლობაში პირველად, ისრაელის ქალაქ ტიბერიას რაიონი გახდა თავდასხმის სამიზნე. ლიბანში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ისრაელის ავიაიერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.