ისრაელში მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა

22:53, 18.06.2024

ისრაელში, ქნესეთის შენობასთან მთავრობის შეცვლის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მოქალაქეებმა ახალი მთავრობის დანიშვნა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

„რვა თვეზე მეტია, მძევლები ღაზის სექტორში იმყოფებიან და ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებთ მათ დასაბრუნებლად“, – განცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მომიტენგეები აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მსგავსი