ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდნენ. მხარეებმა კონსენსუსს ვაშინგტონში მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს.
განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა დამოკიდებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ სრულ განიარაღებასა და მისი წევრების გაყვანაზე სამხრეთ ლიბანიდან.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ზონების შექმნას, სადაც ლიბანის შეიარაღებული ძალები კონტროლს დაამყარებენ.
მხარეები აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებებს 22 ივნისს განაახლებენ ყოვლისმომცველი შეთანხმების მიზნით.
ცნობისთვის, წელს ორი ქვეყანა უკვე შეთანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა თავდასხმები გრძელდებოდა.