დონალდ ტრამპს ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯტაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს 

14:55, 03.06.2026

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯტაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ირანის სულიერ ლიდერს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მინდა მასთან შეხვედრა. ყველას გაცნობა მინდა. მინდა მასთან შეხვედრა და ალბათ გარკვეულ მომენტში შევხვდებით კიდეც, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მოჯტაბა ხამენეი მოლაპარაკებებში ჩართულია და ირანელები მას პატივს სცემენ.

„მე არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. თუ ისტორიებს დაუჯერებთ, მას სხეულის ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია. ამბობენ, რომ ის თანხმობას იძლევა, რადგან ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. მამამისი და შემდეგ ის, ვფიქრობ, ეს მემკვიდრეობაა“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი