ლევან ვეფხვაძე - ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებამდე ინვესტორი ყველანაირ რისკს აფასებს, მათ შორის პოლიტიკურს
გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ ბაზრების დაკეტვა იმდენად მტკივნეული იქნება, რომ ძალიან ბევრი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მხრივ, ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკური სტაბილურობა და ნებისმიერი ინვესტორი აფასებს ყველანაირ რისკს, მათ შორის პოლიტიკურს.
„ბიზნესგარემოში გამჭვირვალეობის ერთ-ერთი შემადგენელია პოლიტიკური სტაბილურობა. როცა ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას, აფასებს ყველანაირი კუთხით, მათ შორის პოლიტიკურ რისკებს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხონ და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლონ. შეიქმნება ისეთი პოლიტიკური გარემო, რომ ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, ყველა გაუფრთხილდეს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებსა და ინვესტორებს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი ბაზრები მოვძებნოთ, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ ბაზრების დაკეტვა კომპანიებისთვის იმდენად მტკივნეული იქნება, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე სამუშაო ადგილს დაკარგავს. ამიტომ სჯობს, ამ შემთხვევაში, ვიყოთ ცოტა ფრთხილად, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, სამუშაო ადგილებს, ინვესტორებს. ეს არის ჩემი თხოვნა”,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.