ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინის რეჟიმია.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.