ლევან რატიანის ინფორმაციით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს

11:41, 01.05.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინის რეჟიმია.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.

​არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

მსგავსი