პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის რეანიმაციაში ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ, რეანიმაციაში გვყავს ექვსი პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, აქედან ორის არის ქალბატონი. ერთი 62 წლის, რომლის ანამნეზი ყველასთვის ცობილია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება  80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს. გითხარით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის, მერვე, მეცხრე დღე ამ დაავადებისთვის წარმოადგენს ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები, ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, მას არ დასჭირდება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა“ , –  განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპამდე სტაბილურია მათი მდგომარეობაც და არც ერთთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება.

„ჩატარებული კვლევებით ახალ პაციენტებთან პათოლოგია არ ვლინდება, იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იმედია, ასე გაგრძელდება. რისკ ფაქტორი, ჯანმოს რეკომენდაციით არის 60+1, პლუს გულ-სისხლძარღვთა დაავადება. მართალია, ასეთი პაციენტები გყვავს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ მათი ვიტალური პარამეტრები ამ ეტაპამდე ნარჩუნდება.

რაც შეეხება ექიმის მდგომარეობას, ექიმი, რომელიც არის ქალბატონი, მისი მდგომარეობა დღეის მონაცემებით მკვეთრად გაუმჯობესებულია. ბოლო 16 საათია, ცხელება არ ყოფილა, სუნთქვის პარამეტრები არ უარესდება, იმედია, რომ მასთანც ყველაფერი კარგად იქნება. მედპერსონალი ორი, რომლებიც გადმოყვანილი არიან სხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე უარყოფითი დინამიკის გარეშეა, იმყოფებიან მონიტორინგის, მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხება 86 წლის მამაკაცს, რომელიც არის სომატურად დატვირთული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მხრივ, ჩატარებული კვლევით გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მძიმე დისტრესი, მაგრამ შემოყვანის შემდეგ ჩატარებული მკრუნალობის შედეგად, მასთან მდგომაროება არ გართულებულა. ამ ეტაპზე ყველა პაციენტი შედარებით კარგად გვყავს“ , – განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ დამაკმაყოფილებელია ორი ორსულისა და 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.