ლევან რატიანი აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ სამი ახალშობილი იმყოფება, მათი მდგომარეობა მართვას ექვემდებარება და კორონავირუსი ჯერ არც ერთს დადასტურებული არ აქვს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ სამი ახალშობილი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მართვას ექვემდებარება.
ორ ახალ ახალშობილებთან ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული არ არის, ერთის პასუხი კი გუშინ მიიღეს და მას კოვიდ 19 არ დაუდგინდა.
„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია. ორი ახალშობილი გადმოყვანილი იქნა მარნეული-ბოლნისის კლასტერდიან.ინფიცირებისა და კონტაქტების შესახებ სულ ვამბობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ვინაიდან მე ვარ რეანიმატოლოგი და მკურნალი. ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ ეპიდემიოლოგიური სამსახური. ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. არ არის სავალდებულო, რომ მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომლებსაც სჭირდებათ ტრავმატოლოგებისა და რეანიმატოლოგების დახმარება. კიდევ ერთხთელ ვამბობ,შესაძლებელია, ამ ახლშობილების დედებს და მის ოჯახის წევრებს კონტაქტიც არ ჰქონდეთ, მაგრამ ვინაიდან დღეს მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა გადმოყვანილი იქნენ ჩვენს კლინიკაში“,- განაცხადა რატიანმა.