სინგაპურში ახალშობილს „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა
სინგაპურში ახალშობილს „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურში ახალშობილს „კოვიდ-19“-ის ანტისხეულები აღმოაჩნდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ახალშობილის დედამ კორონავირუსი მარტის თვეში, ორსულობისას გადაიტანა. მას „კოვიდ-19“-ის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და საავამდყოფოში ორ კვირაზე მეტი გაატარა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული, გადადის თუ არა „კოვიდ-19“ ორსულობის პერიოდში ნაყოფზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ჩინეთშიც ფიქსირდება.