ლევან მურუსიძე - პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, რომლებზეც მოსამართლეებს ლანძღავდნენ, სტრასბურგში საქართველომ მოიგო, აქედან ჩანს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა
ლევან მურუსიძე - პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, რომლებზეც მოსამართლეებს ლანძღავდნენ, სტრასბურგში საქართველომ მოიგო, აქედან ჩანს, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა

საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოგებული აქვს დავები პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე, რომელზეც საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პირდაპირი ლანძღვა იყო მოსამართლეების მიმართ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ტესტი, რომ ქართული მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა და ვითარდება სწორი მიმართულებით, ზუსტად ამ საქმეებიდან გამომდინარე ჩანს.

„ზოგადად, არ არსებობს ქვეყნები, ვთქვათ, ისეთი განვითარებული, დემოკრატიულად განვითარებულიც კი, მაგალითად, გერმანია, დიდი ბრიტანეთი ა.შ., რომლებიც დავებს არ აგებდნენ სტრასბურგის სასამართლოში, ათეულობით და ასეულობით დავები აქვთ წაგებული. საქართველოს შემთხვევაში ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, რომელზეც იყო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პირდაპირი ლანძღვა მოსამართლეების მიმართ, ეს საქმეები მოიგო საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში. ამიტომ, მე ამ კუთხით შევხედავდი ამ სიტუაციას. ის საქმეები, რომლებზეც სასამართლოს შეხვდა ყველაზე დიდი ლანძღვა და მოსამართლეებზე განხორციელდა ბულინგი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსების მხრიდან, ზუსტად ის საქმეები მოვიგეთ სტრასბურგში. ზოგადად, ქვეყნები საქმეებს ხან წააგებენ ხან მოიგებენ, მაგრამ ის მთავარი ტესტი, რომ ქართული მართლმსაჯულება არის მოწოდების სიმაღლეზე და ვითარდება სწორი მიმართულებით, ზუსტად ამ საქმეებიდან გამომდინარე ჩანს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.