ლევან მაჭავარიანი - იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახალი ცენტრები იქმნება
ლევან მაჭავარიანი - იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახალი ცენტრები იქმნება

იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახალი ცენტრები იქმნება, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ეს ყველაფერი კეთდება გარე დაკვეთით და ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგი სინამდვილეში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს.

„ყველამ ვიცით, ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა „ნაცმოძრაობაში“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია. სადაც არ უნდა გავიხედოთ, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ ფლანგებში არაჯანსაღი სიტუაცია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც დაავალეს და „ლელოს“ ალეკო ელისაშვილი გაუერთიანდა. ზუსტად იგივე პროცესები ვითარდება – წითლიძისა და ხატია დეკანოიძის მაგალითი. „ახლებშიც“ დისონანსები შემოდის. მაგალითად, ნიკანორ მელიამ თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრაში არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ კულისებს მიღმა მმართველობა მიმდინარეობდა და ბატონი კეზერაშვილი იგულისხმა. მისი თანაგუნდელი, ქალბატონი ხოშტარია ამბობს, რომ კეზერაშვილთან თანამშრომლობდა, თანამშრომლობს და თანამშრომლობას გააგრძელებს. მათ განცხადებებსა და ქცევებში აბსოლუტური არათანმიმდევრობაა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ისინი, სამწუხაროდ, თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. როგორც დაავალებენ, ისე უნდა შეასრულონ. მათთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, ერთიანი სიით გასულიყვნენ. ასე რომ ქსაქსავენ, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, სერიოზული რისკია, რომ ამ ფლანგებიდან ძალიან ბევრმა 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს. ერთიანი სიით რომ გავიდნენ, იციან, მაქსიმუმი, რაც შეიძლება აიღონ, 30 პროცენტია, რაც მათთვის საკმარისი არ არის. კიდევ გრძელდება ტესტირების რეჟიმი და ძალიან მალე ვიხილავთ საბოლოო კონფიგურაციას, ვინ ვისთან დაჯგუფდება და რა სახით“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.