ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო
ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო.
ფულადი პრიზი 100 000 დოლარს შეადგენს. ლევან კოღუაშვილს პრიზი ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა.
ჟიურის წევრთა შემადგენლობაში იყვნენ იტალიელი „ოსკაროსანი“ რეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე, ტუნისელი მსახიობი ჰენდ საბრი, ამერიკელ-პალესტინელი რეჟისორი, მწერალი, მსახიობი და პროდიუსერი შერიენ დაბისი, „მორელია ინთერნეიშენალ ფილმ ფესტივალის“ დამფუძნებელი დანიელა მიშელი და საუდელი კინორეჟისორი აბდულაზიზ ალშლაჰეი.
ტორნატორეს თქმით, ნომინანტებმა წარმოაჩინეს თემების მრავალფეროვნება.
„ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, ჩვენ ვიყავით აღფრთოვანებული და შთაგონებული ამ ფილმებით. მათ აჩვენეს ფილმის გადაღების ნიჭი და დამაჯერებელი ისტორიები არაბული სამყაროდან, აფრიკიდან და აზიიდან“, – აღნიშნა ტორნატორემ.