„ოქროს პრომეთე“ გადაეცა სოსო ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ლევან თედიაშვილი ფილმისთვის „მეოთხე ბრაიტონი“
„ოქროს პრომეთე“ გადაეცა სოსო ბლიაძის ფილმს „ოთარის სიკვდილი“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ლევან თედიაშვილი ფილმისთვის „მეოთხე ბრაიტონი“

კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის რიგით 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა რეჟისორ სოსო ბლიაძის ახალ ფილმს „ოთარის სიკვდილი“.

კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ლევან თედიაშვილი ფილმისთვის „მეოთხე ბრაიტონი“, რომელიც რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარია. ფილმის თანაპროდიუსერი საქართველოს პირველი არხია.

კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ჯილდო ორ რეჟისორს გადაეცა – თათია სხირტლაძესა და ანა ხაზარაძეს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესოდ მირანდა ნამიჭეიშვილის ნამუშევარი აღიარა.