ლევან კოღუაშვილის ფილმის პროექტმა „გურია“ (თხილი) ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მიიღო
ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის პროექტმა „გურია“ (თხილი) სცენარის განვითარებისთვის ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება 9 000 ევრო ოდენობით მიიღო.
პროექტმა გაიმარჯვა ფონდის პრესტიჟულ სექციაში „ხმები“ (Voices), სადაც ლევან კოღუაშვილთან ერთად არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი დაჯიდლოვდა.
აღსანიშნავია, რომ „გურია“ (თხილი) რამდენიმე თვის წინ ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გახდა. პროექტის სცენარისტები არიან: ბორის ფრუმინი, გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი, ხოლო პროდიუსერები ოლენა ერშოვა და ნათია ჩხარტიშვილი.