ლევან იოსელიანი - ვემიჯნებით პოლიციელების მიმართ იმ ტიპის განცხადებას, რომელმაც შესაძლოა, მათი ღირსება შეურაცხყოს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ემიჯნება.
„ვემიჯნებით პოლიციელების მიმართ რამე ტიპის განცხადებას, რომელმაც შეიძლება, მათი ღირსება შეურაცხყოს. პოლიცია არის სტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის, ამ ქვეყნის სამსახურში. მე პირადად, წინააღმდეგი ვარ, პოლიციელების შეურაცხყოფა ან მათ მიმართ ასეთი ტიპის გამონათქვამების წახალისება მოხდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.