ლევან იოსელიანი - უმჯობესი იქნება, დელეგაციას სათავეში შალვა პაპუაშვილი ჩაუდგეს და ერთად წავიდეთ, რათა უკრაინას სამძიმარი გამოვუცხადოთ
ლევან იოსელიანი - უმჯობესი იქნება, დელეგაციას სათავეში შალვა პაპუაშვილი ჩაუდგეს და ერთად წავიდეთ, რათა უკრაინას სამძიმარი გამოვუცხადოთ

ვისურვებდი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე წამოვიდეს უკრაინაში და გვერდით გადავდოთ წყენები, ბევრად უფრო დიდი კონტექსტია და თან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„უმჯობესი იქნება, დელეგაციას სათავეში შალვა პაპუაშვილი ჩაუდგეს და ერთად წავიდეთ, რათა ყველამ ერთად უკრაინას სამძიმარი გამოვუცხადოთ. ეს არის სამძიმრის ვიზიტი. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული ვიზიტი. ფაქტი, რომ დელეგაციაში მონაწილეობას მმართველი გუნდი მიიღებს, კარგია. ვისურვებდი, რომ დათქმა უკან იყოს წაღებული და შალვა პაპუაშვილი დელეგაციის ხელმძღვანელი იყოს“,- განაცხადა იოსელიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.