ლევან გოგიჩაიშვილი - გიორგი მარგველაშვილს უნდა, ყველაფრის დირექტორი იყოს, მაგრამ ვერ იქნება
ლევან გოგიჩაიშვილი - გიორგი მარგველაშვილს უნდა, ყველაფრის დირექტორი იყოს, მაგრამ ვერ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ინტერესდება, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას აპირებს თუ არა.

ჟურნალისტებთან საუბარში ლევან გოგიჩაიშვილი მმართველი გუნდის მიმართ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილი კონსტიტუციური უფლებამოსილებას ვერ ასრულებს.

„მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს? ადამიანი კონკურენტად რომ აღიქვა, უნდა იცოდე, ის კენჭისყრაში ჩართვას გეგმავს თუ არა. მასზე საერთოდ არ ვნერვიულობთ, უბრალოდ გული გვწყდება, რომ ეს ადამიანი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და გულდასაწყვეტია, რომ ასეთ ადამიანებს ჩამოუყალიბებელი პოზიციები აქვთ. პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემთ, მაგრამ მას საკუთარი თავის წარმოჩენა ისეთ გარემოში უნდა, სადაც ვერ წარმოაჩენს, რადგან ამის საშუალებას პრეზიდენტის ინსტიტუტი არ იძლევა. უნდა, ყველაფრის დირექტორი იყოს, მაგრამ ბევრი მიზეზიდან გამომდინარე ვერ იქნება. თუ მარგველაშვილი კენჭისყრას აპირებს, შეუძლია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მარგველაშვილი კონსტიტუციური უფლებამოსილებას ვერ ასრულებს, მას უნდა უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს და ალბათ, ეს მას სხვა მიმართულებით პრობლემებს უქმნის“, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამ ეტაპზე შერჩეული არ ჰყავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება, უკონკურენტო იქნება და წარმატებას მიაღწევს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს და კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს.