ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს 50 თანამშრომლის ტესტირების პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი
ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს 50 თანამშრომლის ტესტირების პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„დღეს დაახლოებით 50 ჩვენი ექიმი და სანიტარი გაიტესტა და ეს მნიშვნელოვანია. როგორც კი პირველი შემთხვევა აღმოჩნდა ჩვენთან პერსონალის ინფიცირების, მაშინვე დავიწყეთ მთელი სტაფის გატესტვა, რათა არ გაგვეპაროს ახალი შემთხვევა. თუმცაღა, ახალი დამთავრებული გვქონდა სრული ტესტირება, ორი დღის და მთელი გატესტილი სტაფიდან ყველა ნეგატიური იყო. მაგრამ მოგეხსენებათ, კორონავირუსს ეს არ აინტერესებს. ასე რომ, დავიწყეთ აგრესიული ტესტირება, ყველას გავტესტავთ. ამ 50 თანამშრომლის პასუხები ხვალ გვექნება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტი ჰყავს, მათგან ორი საავადმყოფოს ექთანია.