გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში შტაბის სხდომას მართავს.
სხდომას ესწრებიან კახეთის გუბერნატორი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, ახმეტისა და თელავის მუნიცპალიტეტის მერები, რომლებიც მინისტრს სტიქიისაგან მიყენებულ ზარალის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ამასთან, სხდომაზე სტიქიის შედეგებზე რეაგირების გეგმას შეიმუშავებენ.
გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.