ლევან დავითაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი აქტი, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მიიღებს, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს
ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აშშ-დან აქვს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტის ანგარიშზე კომენტარისას აღნიშნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული.
„ჩვენ პარტნიორებისგან გვესმის ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერის ისეთი მესიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა. ამავდროულად, ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი აქტი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიერ იქნება მიღებული, ასევე გამოხატავს იმ დიდ სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელიც აშშ-დან საქართველოს აქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.