ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებას ლოგიკურს უწოდებს
გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მმართველობა ქვეყანაში იყოს უფრო ეფექტიანი, – ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია.
„პრემიერმა საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა ამ საკითხზე – გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა ქვეყანაში იყოს უფრო ეფექტიანი და ასეც იქნება. ვითვალისწინებთ ბევრი ევროპული წარმატებული ქვეყნის გამოცდილებას. საუბარია იმაზე, რომ ის მიმართულებები, რომლებიც ორგანულად ერთმანეთთან ძალიან ახლო კავშირშია, იყოს ერთად. სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია. ჩვენ ისედაც მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ამ შემთხვევაში, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულების გაერთიანდება ხდება, რათა მმართველობა მოხდეს უფრო ეფექტიანად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.