ლევან ბერძენიშვილი - ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, არის სამარცხვინო და ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციის
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი, ამავე დროს არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.
„ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომელიც თავს იავადმყოფებენ“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.