ლევან ბეჟაშვილი - კენჭისყრამდე საგანგებოდ ჩატში ჩაიწერა ოთხი გვარი, მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატთან მიმართებით იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება
ლევან ბეჟაშვილი - კენჭისყრამდე საგანგებოდ ჩატში ჩაიწერა ოთხი გვარი, მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატთან მიმართებით იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქციის უკვე ყოფილი წევრების მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით მისკომუნიკაციაზე საუბარი უხერხულია.

ბეჟაშვილის თქმით, კენჭისყრამდე ჩატში ჩაიწერა ოთხი გვარი, რომ მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატთან მიმართებით იქნებოდა შესაძლებელი მხარდაჭერის გამოცხადება.

„შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ვეერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არცერთ კანისატს. კენჭისყრამდე საგანგებოდ ოთხი გვარი ჩაიწერა ჩატში, მხოლოდ და მხოლოდ ამ ოთხ კანდიდატთან მიმართებით შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება. ყველამ იცოდა, რომ ვიდრე შეთანხმება არ მოხდება ყველა კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენ არცერთ კანდიდატს არ დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი ხვალ კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი. კენჭისყრების შემდეგ, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ აღნიშნული დეპუტატების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება „იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“.