მამუკა მდინარაძე ლევან ბეჟაშვილს პასუხობს - რა კარგად გაუგიათ ჩემი განცხადება, მითხარით, ჩვენს კანონპროექტში რომელი პუნქტია რუსული და გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას
მამუკა მდინარაძე ლევან ბეჟაშვილს პასუხობს - რა კარგად გაუგიათ ჩემი განცხადება, მითხარით, ჩვენს კანონპროექტში რომელი პუნქტია რუსული და გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებაში“ მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ, რადგან გუშინდელმა შეკრებამ დაანახათ, რომ მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს“.

მდინარაძის თქმით, მისი განცხადება კარგად ვერ გაუგიათ.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ თუ დაასახელებენ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში რომელია რუსული პუნქტი, საერთოდ აღარ დააყენებს არცერთ ინიციატივას.

„მითხარით, ჩვენს კანონპროექტში რა არის რუსული, რომელი პუნქტია და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არცერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ. ერთი კვირაა, ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს… რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება“, – წერს მამუკა მდინარაძე.