ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუს 7-4 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ ქართველ ფალავნებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ. რამაზ ზოიძე (72 კგ) ფინალში გავიდა და თურქ ჩენგიზ არსლანს დაეჭიდება, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში არიან და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
ფინალური ბლოკი ხვალ 19:00 საათიდან დაიწყება.