თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა - ჩემპიონობისთვის კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა - ჩემპიონობისთვის კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა, გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრის მეორე დღეს ჩემპიონობის შანსი კიდევ სამ ქართველს აქვს – მირიან მაისურაძე (92 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ფინალში იჭიდავებენ. მათ გარდა, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის ანდრო მარგიშვილი (92 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), ოთარ ბაგაური (74 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში ორი დღის წინ დასრულებულ შეჯიბრზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ტურნირის ჩემპიონები ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) გახდნენ.