ლექსო თორაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
ლექსო თორაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

პიანისტი ლექსო თორაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ლექსო თორაძე საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა.

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.