ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარებულია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში
დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარებულია დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში. ამის შესახებ დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორ აღდგება ეს საზღვრები, ეს არ არის გათვალისწინებული და გაფორმებული შეთანხმებით.
„რას გააკეთებენ ამისთვის ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ჩვენი კომპეტენცია აღარ არის“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.
რუსი დეპუტატის თქმით, ახლა უკრაინელი სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მხოლოდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ მათი „სახელმწიფოებრიობა“ ვრცელდება დარჩენილ ტერიტორიებზეც.
ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ საჭიროდ თვლის დაუყოვნებლივ აღიაროს უკრაინელი სეპარატისტების სუვერენიტეტი და მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გასცა ბრძანება, რომ ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყოს უზრუნველყოფილი.