ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
ორდღიანი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბუხრამ გზის დაახლოებით 40 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. რის გამოც გარე სამყაროს სოფელი ტვიბი მოწყდა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.
„ადგილზე ვართ მობილიზებული მძიმე ტექნიკით და გზის გახსნას დაახლოებით ერთ საათში შევძლებთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა.