ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო გარესამყაროსგან მოწყვეტილ კიდევ ერთ სოფელთან აღდგა მიმოსვლა. სოფელ ესიერის შემდეგ, გზა სოფელ საყდართან გაიხსნა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა დღის ბოლომდე სოფელთან დურაშთან მისასვლელი გზაც გაიხსნას.
21 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო სამი მდინარე: ლასკადურა, ჩორშურა და მუხრა ადიდდა, რის შედეგადაც გარესამყაროს ხუთი სოფელი მოწყდა.